logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: იმედი მაქვს რობერტა მეცოლას პრეზიდენტობის პერიოდში ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება
- +

18 იანვარი. 2022. 19:41

 

 

სტრასბურგში გამართულ ზამთრის პლენარულ სესიაზე ევროპარლამენტმა პრეზიდენტად, 458 ხმით, მალტელი პოლიტიკოსი, რობერტა მეცოლა აირჩია.

 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი რობერტა მეცოლას ულოცავს ევროპარლამენტის პრეზიდენტის პოსტზე არჩევას და იმედს გამოთქვამს, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

„იმედი მაქვს, ქალბატონი რობერტა მეცოლას პრეზიდენტობის პერიოდში ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. 

 

წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებ ევროპარლამენტის ახლადარჩეულ პრეზიდენტს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner