logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: სააკაშვილმა და მისმა ადვოკატებმა მორიგი შეცდომა დაუშვეს, როდესაც დაიწყეს მასსა და სულხან მოლაშვილს შორის პარალელების გავლება
- +

18 იანვარი. 2022. 19:43

 

 

„სააკაშვილმა და მისმა ადვოკატებმა, ძველებმაც და ახლებმაც, მორიგი შეცდომა დაუშვეს, როდესაც დღეს დაიწყეს სააკაშვილსა და მისი რეჟიმის მიერ ნაწამებ სულხან მოლაშვილს შორის პარალელების გავლება. სულ მიკვირს, რომ ამ ქართული საპასპორტო მონაცემების ადამიანებს, საერთოდ არ ესმით ქართველების“, - ამის შესახებ Facebook-ზე ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე წერს.

 

„საინტერესოა, სააკაშვილს ტანზე ვინმე აქრობდა სიგარეტის ნამწვებს? მან გაიარა ის გოლგოთა, რაც მოლაშვილმა? ახლა რომ დაზარალებულის სტატუსს ითხოვენ მისთვის, რისი არავითარი საფუძველიც არ არსებობს იმის მიხედვით, რაც საზოგადოებამ ნახა, ეს კიდევ ერთი შეურაცხყოფაა, ჯერ ერთი მოლაშვილის ხსოვნის, მისი ოჯახის, რეჟიმის ყველა მსხვერპლის და ქართველი საზოგადოების უმრავლესობის“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

 

ადვოკატებმა „არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის“ ფაქტებთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner