logo_geo
eng_logo
ნინო ფოჩხუა მშვენიერაძეზე: მორალისგან და სინდისისგან როგორი დაცლილი უნდა იყო, თან იურისტი, გაუბედო საზოგადოებას და პროკურატურაში მსგავსი განცხადება შეიტანო
- +

18 იანვარი. 2022. 19:57

 

 

„არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა, აი, ეს არის, რასაც ჩვენ გვიკეთებს უსინდისო ადამიანთა ჯგუფი“, - ასე ეხმიანება Facebook-მომხმარებელი ნინო ფოჩხუა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ გიორგი მშვენიერაძეს, რომელმაც არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე პროკურატურაში განცხადება შეიტანა.

 

„მორალისგან და სინდისისგან როგორი დაცლილი უნდა იყო, თან იურისტი, გაუბედო საზოგადოებას და პროკურატურაში მსგავსი განცხადება შეიტანო. ვინ არის დაზარალებული, ის თვითონ მოძალადე, რუსთავის ციხის ბინადარი? დაზარალებულები ჩვენ ვართ, ხალხი, რომლებიც უკვე თითქმის სამი თვეა ამ სულელის დღის რეჟიმით ვცხოვრობთ. არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა, აი, ეს არის, რასაც ჩვენ გვიკეთებს უსინდისო ადამიანთა ჯგუფი“, - წერს ნინო ფოჩხუა.

 

ადვოკატებმა „არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის“ ფაქტებთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner