logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია: იმას, რომ მედიკამენტი თურქეთიდან საქართველოს ბაზარზე მოხვდეს და ეს პროცესი მეტად გაიშალოს, გარკვეული დრო დასჭირდება
- +

18 იანვარი. 2022. 20:47

 

 

„რა თქმა უნდა, იმას, რომ მედიკამენტი თურქეთიდან საქართველოს ბაზარზე მოხვდეს და ეს პროცესი მეტად გაიშალოს, გარკვეული დრო დასჭირდება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

 

„ვფიქრობ, რომ მედიკამენტის ხარისხიდან და ფასიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენს ბაზარზე მეტად კონკურენტული პირობები შეიქმნება ამ ტიპის არხის გააქტიურებით. ეს საბოლოო ჯამში მოგვცემს საშუალებას, რომ არჩევანის გაფართოვდეს და ფასზეც ჰქონდეს მეტად დადებითი ზემოქმედება. რეგულაცია, რომელიც ძალაში შევიდა - თურქეთის მარეგულირებლის აღიარებითი რეგისტრაცია საქართველოს მიერ, ბუნებრივია, შეეხება ნებისმიერ მედიკამენტს, რომელიც შესაძლებელია თურქეთიდან ქვეყანაში შემოვიდეს“, - ამბობს გაბუნია.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 იანვრიდან თურქეთის ბაზარი გაიხსნა და საქართველოში მაღალი ხარისხის მედიკამენტების შემოტანა დაიწყება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner