logo_geo
eng_logo
თამაზ მოლაშვილი: სულხან მოლაშვილს რომ გაებედა და ხელი აეკრა პოლიციელისთვის, აღარ ვიცი, რას უზამდნენ
- +

18 იანვარი. 2022. 20:48

 

 

„სულხან მოლაშვილი აწამეს - ჯურღმულში იყო. რომ გაებედა და ხელი აეკრა პოლიციელისთვის, აღარ ვიცი, რას უზამდნენ“, - ამის შესახებ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებებს გამოეხმაურა.

 

„სულხან მოლაშვილი აწამეს - ჯურღმულში იყო. შეადარეთ ახლა - ერთი მომენტი არის, სადაც არ დაემორჩილა სააკაშვილი გადასვლას. კიდურებში მოკიდეს და ისე მიაბრძანეს დაწესებულებაში. სულხან მოლაშვილს არ სჭირდებოდა ეს, ისედაც დაჩაგრული იყო. ეს რომ გაებედა და ხელი აეკრა პოლიციელისთვის, აღარ ვიცი, რას უზამდნენ“, - განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.

 

ადვოკატებმა „არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის“ ფაქტებთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე პროკურატურაში განცხადება შეიტანეს

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner