logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე მშვენიერაძეზე: ეს ალბათ აგრესიული ლიბერალიზმის ნაჯვარია ქართულ ნაცებთან, რომელიც საერთოდ სცდება ყოველგვარ მორალს და ბელადის გათავისუფლებისთვის სინდისის უარყოფის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს
- +

18 იანვარი. 2022. 20:49

 

 

„წაკითხული მაქვს ნიურნბერგის პროცესის შესახებ მასალები, სტატიები ამა თუ იმ მკვლელის, მანიაკისა და დიქტატორის შესახებ და არსად შემხვედრია მათი ადვოკატების მოთხოვნა - დამნაშავე, რომლის ბრალეულობა არამც თუ სასამართლომ დაამტკიცა, არამედ საზოგადოება უფრო მეტი დანაშაულის ჩადენას ედავება, დაზარალებულად ყოფილიყო ცნობილი“, - ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ გიორგი მშვენიერაძეს, რომელმაც არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე პროკურატურაში განცხადება შეიტანა.

 

„წაკითხული მაქვს ნიურნბერგის პროცესის შესახებ სხვადასხვა მასალა და ინფორმაცია. ცხადია, ისინი, რაც ფართო მკითხველისთვის იყო ხელმისაწვდომი. ასევე პრესაში მხვდებოდა სტატიები ამა თუ იმ მკვლელის, მანიაკისა და დიქტატორის შესახებ და არსად, ნამდვილად არსად შემხვედრია მათი ადვოკატების მოთხოვნა - დამნაშავე, რომლის ბრალეულობა არამც თუ სასამართლომ დაამტკიცა, არამედ საზოგადოება უფრო მეტი დანაშაულის ჩადენას ედავება, დაზარალებულად ყოფილიყო ცნობილი. ეს ალბათ აგრესიული ლიბერალიზმის ნაჯვარია ქართულ ნაცებთან, რომელიც საერთოდ სცდება ყოველგვარ მორალს და მოსახლეობის, რეალურად დაზარალებული ხალხის დაცინვას, სიმართლის ფეხქვეშ გათელვას და ბელადის გათავისუფლებისთვის სინდისის (გერინგის განმარტებით „ქიმერის“) უარყოფის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს“, - წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.

 

ადვოკატებმა „არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის“ ფაქტებთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner