logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: ბატონი მშვენიერაძის განცხადება მე უფრო შეურაცხყოფა მგონია ყველა იმ ადამიანის, რომლებმაც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში საშინელი დევნა განიცადეს
- +

18 იანვარი. 2022. 20:50

 

 

„ბატონ მშვენიერაძეს, რომელიც 2005-2012 წლებში სახალხო დამცველის აპარატში მუშაობდა, ხოლო შემდგომ სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩეველი გახლდათ, ნამდვილად ვერ დააბრალებ იმას, რომ სულხან მოლაშვილის საქმის დეტალები არ იცოდეს, მისი წამების საშინელ ფაქტებზე არ ჰქონდეს წარმოდგენა“, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, გიორგი მშვენიერაძის დღევანდელ განცხადებას.

 

„ბატონი მშვენიერაძის განცხადება მე უფრო შეურაცხყოფა მგონია ყველა იმ ადამიანის, სრულიად ერის, რომელმაც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში განიცადა საშინელი დევნა, უფლებების უხეში დარღვევა, რომელიც ძალიან ხშირ შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობამდე მიდიოდა“, - აცხადებს მათიკაშვილი.

 

ადვოკატებმა „არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის“ ფაქტებთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე პროკურატურაში განცხადება შეიტანეს. პროკურატურასთან გაკეთებული კომენტარის დროს გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია და პარალელი სულხან მოლაშვილის საქმესთან გაავლო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner