logo_geo
eng_logo
„დაკანონებული უკანონობა“ - რუსთაველის თეატრის გასტროლი ქალაქ ბათუმში
- +

3 აგვისტო. 2016. 17:40

3 და 4 აგვისტოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში წარმოდგენილი იქნება რუსთაველის თეატრის სპექტაკლი „დაკანონებული უკანონობა“.

 

ბერტოლდ ბრეხტის მხიარული არაკი ორ მოქმედებად, რეჟისორმა რობერტ სტურუამ დადგა და იგი ავტორის ხსოვნას ეძღვნება. სპექტაკლში გამოყენებულია ბახის, ბეთჰოვენის, მოცარტის, ვერდის, ვაგნერის, შოპენის, ლისტისა და შუბერტის მუსიკა.

 

სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ზვიად პაპუაშვილი, დავით გოცირიძე, ბექა სონღულაშვილი, დავით დარჩია, ნიკა ქაცარიძე, ეკა მინდიაშვილი, ქეთი სვანიძე, გეგა ჩხაიძე, ლაშა ჯუხარაშვილი, ზაზა ბარათაშვილი, ედმონდ მინაშვილი, ანდრია თავბერიძე. სპექტაკლის გერმანულიდან თარგმნა ნათია მიქელაძემ რეჟისორი - ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე კომპოზიტორი - გია ყანჩელი ქორეოგრაფი - კოტე ფურცელაძე რეჟისორის თანაშემწე - მარინა ამაღლობელი.

 

 

სპექტაკლი გოეთეს ინსტიტუტის თანადგომით დაიდგა. გასტროლის პარტნიორია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

right_banner right_banner
არქივი
right_banner