„სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებთა ქირით უზრუნველყოფა, სანამ არ დაბინავდებიან ახალ საცხოვრებელში, გარანტირებული იქნება“, - ამის შესახებ დავით ფაცაციამ განაცხადა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრის თქმით, სოციალური პრობლემების გადაჭრის სხვადასხვა გზის ძიება დაწყებული აქვს და ამ ეტაპზე სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრების დევნილებისთვის გამოსავალი დროებით ქირით გასვლაა.
„მანიპულაცია იმით, რომ შეიძლება ერთი და ორი თვის განმავლობაში შეიძლება შეუწყდეთ [ქირის გადახდა] არ არის სწორი, როგორც მინიმუმ. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი სამინისტრო, პირადად მე შემიძლია ვიყო გარანტორი ამ ადამიანებისთვის, რომ მათი ქირით უზრუნველყოფა, სანამ არ დაბინავდებიან ახალ საცხოვრებელში, იქნება გარანტირებული. მზად ვარ დოკუმენტურადაც გავცე ეს პირობა“, - აცხადებს ფაცაცია.