logo_geo
eng_logo
ისრაელში ორაგულის ფილეს მცენარეულ ბაზაზე წარმოება დაიწყეს
- +

18 იანვარი. 2022. 23:26

 

 

„ისრაელში კომპანიამ Plantish მომხმარებლებს მცენარეულ ბაზაზე წარმოებული ორაგულის სტრუქტურირებული ფილე წარუდგინა“, - ამის შესახებ ​Times of Israel წერს.

 

კომპანიაში აცხადებენ, რომ პროდუქტის ნამდვილი ორაგულისგან გარჩევა შეუძლებელია: მას ორაგულის გემო და ტექსტურა აქვს.

 

„ამ ფილეს იგივე კვებითი ღირებულება აქვს, რაც ნამდვილ თევზს, შეიცავს მაღალი რაოდენობით ცილას, ომეგა-3-სა და ომეგა-6-ს, B ჯგუფის ვიტამინებს. ამასთან, ხელოვნურ ფილეში არ არის ვერცხლისწყალი, ანტიბიოტიკები, ჰორმონები, მიკროპლასტიკი და ტოქსინები, რომელიც ხშირად გვხვდება ოკეანეებსა და თევზის ფერმებზე ბინადარ თევზებში“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

 

სტარტაპი Plantish 2021 წელს დაარსდა. კომპანიამ ინვესტიციების სახით ორ მილიონამდე დოლარის მოზიდვა შეძლო. კომპანიაში აცხადებენ, რომ 2022 წლიდან პროდუქტი კონკრეტულ ადგილებში გახდება ხელმისაწვდომი, 2024 წლიდან კი ხელოვნური ფილეს მასობრივი წარმოება დაიწყება.

 

2021 წლის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით მცენარეულ ბაზაზე ზღვის პროდუქტების წარმოებით 90-მდე კომპანიაა დაკავებული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner