logo_geo
eng_logo
ჯენ ფსაკი: რუსეთი შეიძლება ნებისმიერ დროს დაესხას თავს უკრაინას
- +

18 იანვარი. 2022. 23:29

 

 

„ახლა ვართ იმ ეტაპზე, როდესაც რუსეთი შეიძლება ნებისმიერ დროს დაესხას თავს უკრაინას“, - ამის შესახებ ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

 

„ახლა სიტუაცია ძალიან სახიფათოა. ახლა ვართ იმ ეტაპზე, როდესაც რუსეთმა შეიძლება ნებისმიერ დროს განახორციელოს თავდასხმა უკრაინაზე. სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ესაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს. უახლოეს დღეებში ბლინკენი ჩავა კიევში, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, შემდეგ კი ბერლინში, სადაც პარტნიორებთან კონსულტაციებს გამართავს“, - განაცხადა ფსაკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner