logo_geo
eng_logo
ჯანმო: ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება, რომ ჯანმრთელ ბავშვებსა და მოზარდებს ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა ესაჭიროებათ
- +

19 იანვარი. 2022. 00:27

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება, რომ ჯანმრთელ ბავშვებსა და მოზარდებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა ესაჭიროებათ.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მეცნიერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ჩანს, დროთა განმავლობაში ვაქცინის იმუნიტეტის გარკვეული დაქვეითება ხდება „ომიკრონი“ ვარიანტის მიმართ, მეტი კვლევაა საჭირო იმის დასადგენად, თუ ვის ესაჭიროება გამაძლიერებელი დოზები.

 

„ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება, რომ ჯანმრთელ ბავშვებს ან მძიმე წონის მოზარდებს ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა ესაჭიროებათ. ამის არანაირი მტკიცებულება არ არის“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა.

 

მისი თქმით, ჯანმოს ექსპერტთა ჯგუფი მიმდინარე კვირის ბოლოს შეიკრიბება, რათა იმსჯელოს, თუ როგორ უნდა განიხილონ ქვეყნებმა თავიანთი მოსახლეობისთვის გამაძლიერებელი დოზების მიცემა.

 

„მიზანია ყველაზე დაუცველები დავიცვათ, დავიცვათ მძიმე დაავადებისა და სიკვდილის რისკის ქვეშ მყოფი პირები. ეს არის ხანდაზმული მოსახლეობა, დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირები თანმხლები დაავადებებით და ასევე ჯანდაცვის მუშაკები“, - განაცხადა სუმია სვამინატანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner