logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: უცხო ქვეყნის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი უხეშად არღვევს საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებს
- +

3 აგვისტო. 2016. 18:23


„უკვე რამდენიმე კვირაა, რაც უცხო ქვეყნის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი უხეშად არღვევს საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებს,  ახორციელებს და მონაწილეობას იღებს  „ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო აგიტაციაში", - ამის შესახებ „ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე საუბრობს და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი სათანადოდ უნდა დაისაჯოს.

 

„აღნიშნული ქმედებით ირღვევა საარჩევნო კოდექსის რამდენიმე მუხლი. ის პირდაპირ არღვევს 45- მუხლის მე-4 ნაწილის" ქვ. პუნქტს. რომლის მიხედვითაც (წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა: უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ორგანიზაციისა) მოვითხოვთ შესაბამისმა უწყებამ (აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ) მოახდინოს რეაგირება და  გამოიძიოს აღნიშნული შემთვევა.  ქვეყანამ,  რომელიც აცხადებს რომ არის სამართლებრივი სახელწიფო,  მსგავსი ფაქტები აუცილებლად უნდა გამოიძიოს. გასულ დღეებში უკვე მეორედ დაირღვა კანონი, ერთი მხრივ „ნაციონალური მოძრაობის" მიერ, მერე მხრივ კი  - მიხეილ სააკაშვილის მიერ.

 

მოვუწოდებს საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაიბარონ უკრაინის ელჩი და მისგან მოისმინონ თუ რატომ ერევა უკრაინის ქვეყნის მოქალაქე დამოუკიდებელი სახელმწიფოს  შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში", - განაცხადა ქადაგიძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner