logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: მედიკამენტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება არის მაგალითი, როცა წმინდა ეკონომიკური ბერკეტის გამოყენებით მივიღებთ ძალიან დადებით სოციალურ ეფექტს
- +

19 იანვარი. 2022. 00:29

 

 

„მედიკამენტებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით მივიღებთ ძალიან დადებით სოციალურ ეფექტს“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

 

„მედიკამენტებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება არის კლასიკური მაგალითი იმისა, როცა წმინდა კლასიკური ეკონომიკური ბერკეტის გამოყენებით მიღებული იქნება ძალიან დადებითი სოციალური ეფექტი. აქამდე, კონკურენცია ხელოვნურად იყო შეზღუდული და ხელოვნურად შეზღუდულმა კონკურენციამ გამოიწვია ის, რომ თანაბარი ხარისხის, დასახელებისა და ზემოქმედების მედიკამენტი სამი-ოთხჯერ იაფი ღირდა აგერ, მეზობელ ქვეყანაში, თურქეთში, რომელთანაც ზოგადად ლიბერალური, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს და გაცილებით ძვირი ღირდა საქართველოში, რაც ნონსენსია. აქედან გამომდინარე, ლოგიკური გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ გაიხსნას ბაზარი“, – განაცხადა თურნავამ.

 

მისი თქმით, მედიკამენტი არის პირველადი აუცილებლობის პროდუქცია და აქ ამოსავალი წერტილი უნდა იყოს მომხმარებლის ინტერესების დაცვა.

 

„დაუშვებელია პოლიტიკური, ასე ვთქვათ, სპეციალური ბერკეტების შექმნა და ხელოვნურად ჩაკეტვა. ეს იწვევს სხვადასხვა მახინჯ პრაქტიკას. მაგალითად, იყო ასეთი პრაქტიკა, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები იძულებული იყვნენ, თურქეთში გადასულიყვნენ და იქ შეეძინათ მთელი რიგი მედიკამენტები. ეს, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყანაში მგზავრობასთან იყო დაკავშირებული, მაინც გაცილებით სარფიანი იყო მათთვის. ისინი მედიკამენტებს იძენდნენ თავისთვის, ახლობლებისთვის და ეს აბსოლუტურად არანორმალური ვითარება იყო. ახლა, ამ გადაწყვეტილებამ უკვე გამოიწვია ის, რომ დადებითი მოლოდინები გაჩნდა და თქვენ ნახავთ, რომ სულ რამდენიმე ხანში კონკურენცია გაფართოვდება. ეს სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი მედიკამენტების ფასებსაც დაარეგულირებს. სხვაგვარად, არ შეიძლება, იყოს“, - განაცხადა თურნავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner