„ინდოეთის მკვიდრი, 84 წლის ბრაჰამდევ მანდალი კორონავირუსისგან 12-ჯერ აიცრა“, - ამის შეასახებ გამოცემა Daily Mail წერს.
პენსიონერის თქმით, აცრებმა მას სახსრებისა და ზურგის ტკივილი მოურჩინა. მან 12 აცრა 11 თვის განმავლობაში გაიკეთა, მათ შორის ორი - ნახევარსაათიანი ინტერვალით.
ბრაჰამდევ მანდალი ამბობს, რომ აცრების გაკეთების შემდეგ ის საერთოდ არ გაციებულა, თუმცა იმის გამო, რომ პენსიონერი აცრებზე უკანონოდ, სხვადასხვა სახელით რეგისტრირდებოდა, მომხდარით პოლიცია დაინტერესდა.
პენსიონერს უკვე წარედგინა ბრალი რამდენიმე მუხლით, თუმცა ასაკის გამო სასამართლომ შესაძლოა ლმობიერება გამოიჩინოს.