logo_geo
eng_logo
Marvel-მა „მთვარის რაინდის“ პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა
- +

19 იანვარი. 2022. 00:56

 

 

სტუდია Marvel-მა სერიალ „მთვარის რაინდის პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა, რომელშიც მთავარ როლს ოსკარ აიზეკი ასრულებს.

 

სერიალის მთავარი გმირი ყოფილი სამხედრო მარკ სპექტორია, რომელიც კომიქსების სიუჟეტის მიხედვით, ეგვიპტეში დავალების შესრულებისას დაიღუპა, თუმცა მთვარის ღმერთმა ჰონსუმ ის გააცოცხლა, სუპერშესაძლებლობებით დააჯილდოვა და მთვარის რაინდად აქცია. ტრეილერის მიხედვით, აიზეკის გმირს ეს ყველაფერი არ ახსოვს. ის მუზეუმში მუშაობს და ჰგონია რომ სტივენი ჰქვია. ამასთან, გმირი რეალობას სიზმრებისგან ვერ არჩევს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner