logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: პირადად იმ მიდგომას ვემხრობი, რომ ადგილობრივი ფარკაცევტული წარმოება განვითარდეს, თუმცა ეს ჯერ თაავად მწარმიებლებმა უნდა გაიაზრონ
- +

19 იანვარი. 2022. 01:04

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„პრემიერის გადაწყვეტილებით თურქული ფარმაცევტული წარმოებისთვის ჩვენი ბაზრის გახსნას სერიოზული გამოხმაურება აქვს სოციალურ ქსელში.

 

ამ სტატიას ორ ნაწილად გავყოფ: პირველში მოკლედ მიმოვიხილავ გამოხმაურებებს, მეორეში, ღია წყაროებზე დაყრდნობით, მოკლედ მოგიყვებით თურქეთის ფარმაცევტიკაზე და რამდენად მკაცრი კონტროლი და სასჯელია გაყალბებაზე.

შენიშვნა: 1. ფარმაცევტთა ბოსტანში არ ვიჭრები. ვწერ როგორც წამლების მომხმარებელი. რაც შეეხება თურქეთის მიმოხილვას, უბრალოდ შემოკლებულადაა ნათარგმნი რამდენიმე სტატია. ვისაც სურს, გადაამოწმოს საკუთარი წყაროებით. 2. ხომ გახსოვთ როგორი ბუმი იყო ტამი ფლუზე? ჩვენთან ფასი 120 ლარსაც აღწევდა. მთავრობის ჩარევით 65 ლარად გვაცეცხლავდნენ. თურქეთში 12 ლარი ღირს. ოჯახისთვის პერიოდულად მიწევს Galvus Met-ის შეძენა. ამ ბოლოს, აქციით, 80 ლარი ღირდა. ისე, საშუალო ფასი 100 ლარია. თურქეთში კი 31 ლარი ღირს. ნორმალურია?

 

გამოხმაურებების დროს დასმული კითხვები

  1. ვის ქსელში გაყიდით?

სახელმწიფო არ გაყიდის და არც შემოიტანს. შემოიტანენ შემომტანები. ვინც არ შემოიტანს, ან ვინც თავის ქსელში არ მიიღებს, გამოჩნდება ვინ ეწინააღმდეგება. გზა მიეცემა საცალო აფთიაქებს. თუ სივრცე და მოთხოვნა იქნება, ახალი აფთიაქები გაიხსნება. არც სახელმწიფო აფთიაქების გახსნაა გამორიცხული, თუ საბოტაჟის გზით წავლენ.

  1. თურქულ წამლებს არ ვენდობი.

ვინც არ ენდობა, არავინ დააძალებს. იქნება არჩევანი და მყიდველი გადაწყვეტს რა იყიდოს.

აქ მთავარია თურქულის სახელით ფალსიფიკაციას არ ჰქონდეს ადგილი. თუმცა, სტატიის მეორე ნაწილში ნახავთ, რომ დადგენა არ იქნება რთული.

და მთავარი, ქვემოთაც ვწერ და აქაც იყოს - თურქეთში წამლის ფალსიფიკაცია სასჯელად 50 წლამდე პატიმრიბას ითვალისწინებს. ე.ი. გაყალბების ძალიან მცირე შანსია, კონტროლის სხვა მექანიზმებთან ერთად.

  1. აქამდე სად იყავით?

შეეკითხეთ წინა პრემიერებს და წინა ხელისუფლებას. როგორც ახალი განკარგულებით გაირკვა, თურქეთი აღიარებათა სიიდან 2009 წელს ამოუღიათ. რატომ? ჩვენი ფარმაცევტული ბიზნესის ინტერესები დაიცვეს თუ მომხმარებლის? არ ვიცი. ფაქტი სახეზეა.

 

ღარიბაშვილი პრემიერად მეორედ დაინიშნა 2021-ს თებერვალში. წამლების ფასებს ხელი მოჰკიდა ზაფხულში. მაშინ ამბობდნენ წინასაარჩევნო ხრიკიაო. დასრულდა არჩევნები და, როგორც ვხედავთ, მიჰყვება თემას ბოლომდე.

 

თურქული იმპორტის გახსნა პირველი ნაბიჯია. მეორე ნაბიჯად კი უკვე მომზადდა რეგულაციათა პაკეტი. ასეთი რეგულაციები მოქმედებს თურქეთშიც, ევროპის ბევრ ქვეყანაშიც. აქაც უნდა მოიტანოს შედეგი.

 

რეგულაციების დანერგვას დრო სჭირდება. ახლა დაიწყება განხილვები, საკანონმდებლო პაკეტის მომზადება და ა.შ. სფერო მთლიანად დერეგულირებულია. დარეგულირებას დრო სჭირდება. ცულით ვერ დაჩეხავ.

 

ანალოგიურად მოშალეს სურსათის კონტროლის და სხვა სფეროები. ბაზარი მიხედავსო, ხომ გახსოვთ? ახლა ფასები გვიკვირს, თითქოს მთავრობა ადგენს ფასებს. მთავრობა ადგენს წესებს. წესები და რეგულაციები გააუქმეს, რეფორმების საფარქვეშ. სინამდვილეში ბაზარიც დაგვინგრიეს და წარმოებაც. ახლა წლებია ევრორეგულაციებს ვნერგავთ.

 

ზოგიერთმა პოლიტიკოსმაც გააპროტესტა თურქული წამლების შემოტანა. სოცქსელშიც შეტევის ხასიათს ატარებს. არ ვიცი რამდენადაა ეს ყველაფერი დაორგანიზებული, თუმცა ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია მომხმარებელმა მიიღოს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი წამლები.

პირადად იმ მიდგომას ვემხრობი, რომ ადგილობრივი ფარკაცევტული წარმოება განვითარდეს, თუმცა ეს ჯერ თაავად მწარმიებლებმა უნდა გაიაზრონ.

 

თუ ადგილობრივი მწარმოებელი ხალხის ჯიბის და ჯანმრთელობის ხარჯზე ცდილობს საკუთარი სამოთხის მოწყობას, მაშინ ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ხალხზე.

 

როცა ბიზნესი მიხვდება, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობა სახელმწიფო უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი საკითხია და მასზე ზრუნვაში საკუთარ ადგილს იპოვის, სახელმწიფოც იფიქრებს ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაზე. თუ ბიᲜზნესი არ იფიქრებს, წესებს მათი მონაწილეობის გარეშე სახელმწიფო დაადგენს.

სჯობს ერთობლივად მოხდეს. ჩვენ გვირჩევნია ადგილობრივი წარმოების ხარისხიანი და ხელმისაწვდომი წამლები შევიძინოთ, ვიდრე სხვისი ეკონომიკა ავაყვაოთ. ამ ეტაპზე საჭუროა სწრაფი ნაბიჯების გადადგმა.

 

ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი იაფიანი და ხარისხიანი წამლის შემოტანაა. შემდგომში ამ წამლების ფასს და ხარისხს უნდა მოერგოს ადგილობრივი წარმოება. იმპორტს ფარმასფერიში ვერ გავექცევით.

 

თურქეთის ფარმაცევტული სფერო

თურქეთის ფარმაცევტიკული სფერო 100%-თ აკმაყოფილებს ადგილობრივ მოთხოვნებს.

 

თურქეთში 100-მდე ფარმაცევტული კომპანიაა. ბევრი მათგანი უცხოური კაპიტალით შეიქმნა. თურქეთში იხილავთ შვეიცაროული, ამერიკული, გერმანული ფირმების შვილობილ კომპანიებს, რომლებსაც საუკეთესო სტანდაეტებით აღჭურვილი ფარმაცევტული ქარხნები აქვთ.

თურქეთში წამლებს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო ქარხნები აწარმოებენ.

თურქული წამლების ექსპორტი ხორციელდება გერმანიაში, ამერიკაში, ესპანეთში, საფრანგეთში, შვეიცარიაში და ევროპის სხვა ქვეყნეში, ასევე ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, დსთ-ში.

 

თურქეთში ათიათასობით აფთიაქია, თუმცა სააფთიაქო ქსელები აკრძალულია. შესაბამისად წამლის ფასები შეიძლება განსხვავდებოდეს.

 

აფთიაქის გახსნა შეუძლია მხოლოდ თურქეთის მოქალაქეს. აუცილებელი პირობაა უმაღლესი ფარმაცევტული განათლება, ასევე არ უნდა იყოს ნასამართლევი.

 

ყოველმა აფთიაქარმა სპეციალირი ნებართვა უნდა აიღოს აფთიაქების მაკონტროლებელ სახელმწიფო ორგანოში.  ერთ პირს შეუძლია მხოლოდ ერთი აფთიაქის გახსნა.

 

საბითუმო ფარმაცევტულ კომპანიებს ეკრძალებათ აფთიაქების ქონა.

აფთიაქები არ არიან დამოკიდებულნი საავადმყოფოებზე.

ექიმი წერს რეცეპტს, ხოლო პაციენტი თავად წყვეტს სად შეიძინოს წამალი. დაახლოებით ანალოგიური რეგულაციები მზადდება ჩვენთანაც, პრემიერის დავალებით.

 

ფარმაცევტი, წამლის გაყიდვისას, თუ საჭიროა, პაციენტისთვის დამატებით ინსტრუქციას წერს წამლის სწორად მისაღებად.

 

თურქეთის აფთიაქებში ნებადართულია იმ წამლების უკან დაბრუნება, რომლებიც პაციენტს აღარ დასჭირდა, შეფუთვის დაცულობის შემთხვევაში.

წამლის ანალოგის შეძენის სურვილის შემთხვევაში, თურქულ აფთიაქებში არის სპეციალური ცნობარები.

 

თურქეთში წამლის წარმოება-რეალიზაციაზე სახელმწიფო უმკაცრეს კონტროლს ახორციელებს. წამლის გაყალბება მკაცრად ისჯება. სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით სასჯელი 50 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

ამავე დროს შემუშავებულია კონტროლის ეფექტიანი სისტემა. ყოველი მედიკამენტური საშუალება შეაქვთ სპეციალურ კატალოგში. წამლის შეფუთვაზე არსებული კოდირება საშუალებას იძლევა მოხდეს მისი კონტროლი მწარმოებლიდან რეალიზაციატირამდე.

 

ესაა რისი დაწერაც მსურდა ამ საკითხზე. სიმართლე გითხრათ, წოციალურ ქსელში არ მოველოდი ასეთ უარყიფით გამოხმაურებებს. რა თქმა უნდა უკმაყოფილო ან უარყოფითი კომენტარები უმცირესობაშია, თუმცა მაინც საკვირველია. წამლებით ხომ ყველა ვსარგებლობთ?!

 

გაცილებით მომგებიანი იქნება საზოგადოებისთვის არა ქილიკი და უაზრო კრიტიკა, არამედ კვალიფიციური წინადადებები და მსჯელობა სფეროს უკეთ განვითარებისთვის.

 

ჩვენს აფთიაქებში ყველაფერი იყიდება ველოსიოედებიდან დაწყებული პარფიუმერიით დამთავრებული, ხელმისაწვდომი წანლების გარდა...

 

მოკლედ, არ ვამბობ, რომ ხელისუფლების ოპონენტები ტაშის დაკვრის რეჟიმში უნდა გადავიდნენ, მაგრამ თუ აქვთ უკეთესი წინადადებები, განიხილონ, ვინ უშლით?! თუმცა, სადაა ოპოზიცია?!

 

ხალხისგან კი რატომ არ უნდა იყოს მსგავსი რეფორმები და ზომები მხარდაჭერილი, ვერ ვიგებ“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner