logo_geo
eng_logo
ანტონიუ გუტერეშმა ანგელა მერკელს გაერო-ში მუშაობა შესთავაზა
- +

19 იანვარი. 2022. 10:58

 

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა გერმანიის ყოფილ კანცლერს ანგელა მერკელს გაერო-ში მაღალი რანგის თანამდებობა შესთავაზა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა „Welt“ წერს.

 

გერმანული მედიის ცნობით, გუტერეშმა მერკელს წერილი გაუგზავნა და გაერო-ს სტრუქტურაში, გლობალური საზოგადოებრივი სიკეთეების საკითხებზე მრჩევლის თანამდებობა შესთავაზა, თუმცა გაერო-ში ფიქრობენ, რომ მერკელი წინადადებაზე უარს იტყვის.

 

მერკელი გერმანიის კანცლერის თანამდებობას 16 წლის განმავლობაში იკავებდა. 2021 წელს ამ თანამდებობაზე ის სოციალ-დემოკრატმა ოლაფ შოლცმა შეცვალა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner