გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა გერმანიის ყოფილ კანცლერს ანგელა მერკელს გაერო-ში მაღალი რანგის თანამდებობა შესთავაზა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა „Welt“ წერს.
გერმანული მედიის ცნობით, გუტერეშმა მერკელს წერილი გაუგზავნა და გაერო-ს სტრუქტურაში, გლობალური საზოგადოებრივი სიკეთეების საკითხებზე მრჩევლის თანამდებობა შესთავაზა, თუმცა გაერო-ში ფიქრობენ, რომ მერკელი წინადადებაზე უარს იტყვის.
მერკელი გერმანიის კანცლერის თანამდებობას 16 წლის განმავლობაში იკავებდა. 2021 წელს ამ თანამდებობაზე ის სოციალ-დემოკრატმა ოლაფ შოლცმა შეცვალა.