logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: უკრაინაში და უკრაინის გარშემო სიტუაცია სერიოზულია - გვაქვს უკეთესობის იმედი, მაგრამ ვემზადებით ყველაზე უარესისთვის
- +

19 იანვარი. 2022. 11:43

 

„ჩვენ უნდა დავარწმუნოთ რუსეთი, რომ მათ მეზობლების წინააღმდეგ ძალა ისევ არ გამოიყენოს და ჩვენ ასევე, ვაფრთხილებთ რუსეთს, თუ რა მძიმე ფასი ექნება აგრესიულ ნაბიჯებს,“ - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. მისი თქმით, აქვთ უკეთესობის იმედი, თუმცა, ემზადებიან უარესისთვის.

 

„დღესდღეობით არსებობს რეალური საფრთხე - ათიათასობით საბრძოლო, მზადყოფნაში მყოფი საჯარისო ნაწილები მძიმე აღჭურვილობით, ტანკებით, შეტევითი იარაღის სისტემებით და ეს ძალიან სახიფათოა. რუსეთი ამბობს, რომ გვაქვს წინადადებები, თუ მათ არ მიიღებთ, მაშინ ამას ექნება, როგორც ამას ისინი უწოდებენ სამხედრო ტექნიკური შედეგები. ჩვენ ვართ უკიდურესად შეშფოთებულები, რადგან უკრაინაში და უკრაინის გარშემო სიტუაცია სერიოზულია. მიუხედავად ამისა, პოლიტიკური ხერხებით საკითხის გადაჭრას არ დავნებდებით. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ რუსეთი, რომ მათ მეზობლების წინააღმდეგ ძალა ისევ არ გამოიყენონ და ჩვენ ასევე, ვაფრთხილებთ რუსეთს, თუ რა მძიმე ფასი ექნება აგრესიულ ნაბიჯებს. გვაქვს უკეთესობის იმედი, მაგრამ ვემზადებით ყველაზე უარესისთვის. ძალიან ადრეა განვაცხადოთ, ექნება თუ არა შედეგი პოლიტიკური გზების გამოყენებას. არ გვაქვს გამარჯვების გარანტია, მაგრამ, არ ეცადო -ეს არის საპირისპირო მხარეს და ცალსახად არასწორია“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner