logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: დიდი სახელმწიფო პატარა სახელმწიფოს ნაცვლად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ეს გვაბრუნებს გავლენის სფეროების ეპოქაში, სადაც დაბრუნება არ გვინდა
- +

19 იანვარი. 2022. 11:43

 

NATO მოსკოვში მათ მიერ წარდგენილი გარანტიების მოთხოვნაზე უახლოეს პერიოდში წერილობით განცხადებას გააგზავნის. განმარტება ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა გააკეთა. იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოწვევა გაუგზავნა იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გაიმართოს NATO-რუსეთის საბჭოს სხდომა, 30 წევრი ქვეყნის მონაწილეობით.

 

„ძალიან მალე გავაგზავნით წინადადებებს წერილობით ფორმით, მათ ძალიან კარგად იციან. ჩვენი მხრიდან მზადყოფნა იქნება გამოხატული სერიოზულ დიალოგში ჩასართავად, მაგრამ არ ვაპირებთ კომპრომისზე წასვლას. ჩვენს პრინციპებს დავიცავთ. წევრებიდან ნებისმიერ ქვეყანას უნდა ჰქონდეს უფლება აირჩიოს რა სურს. ამის შემდეგ რუსეთზე იქნება პასუხი და, იმედია, დასხდებიან მაგიდასთან. პუტინმა ღიად თქვა რა სურს და ეს ასახულია დოკუმენტში, რომელიც სურთ იურიდიულად სავალდებულო იყოს. ის, რაც იქ წერია, ეწინააღმდეგება ევროპის უსაფრთხოების იდეას. ჩაწერილია, რომ NATO-ს ახალი წევრები აღარ უნდა შემოუერთდნენ. ეს იმ დროს, როცა ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი არჩევანის გაკეთების უფლება. დიდი სახელმწიფო პატარა სახელმწიფოს ნაცვლად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ეს გვაბრუნებს გავლენის სფეროების ეპოქაში, სადაც დაბრუნება არ გვინდა. ვესწრებოდი NATO-ს სამიტს, როგორც ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი. ძალიან კარგად მახსოვს და ეს არ არის საიდუმლო, რომ შეხვედრაზე იყო განსხვავებული შეხედულებები, მაგრამ საბოლოოდ შევთანხმდით, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან NATO-ს წევრები. ეს პოზიცია მას შემდეგ არაერთხელ დავაფიქსირეთ“, - აცხადებს სტოლტენბერგი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner