აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შეხვდება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ ენტონი ბლინკენი კიდევ ერთხელ დაადასტურებს აშშ-ის ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.