logo_geo
eng_logo
შვედეთი ქვეყანაში შესასვლელად კორონავირუსის უარყოფით ტესტს აღარ მოითხოვს
- +

19 იანვარი. 2022. 13:22

 

 

შვედეთში ჩასულ მოგზაურებს ქვეყანაში შესასვლელად კორონავირუსის უარყოფითი ტესტის წარდგენა აღარ მოუწევთ, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

 

შვედეთმა კორონავირუსის უარყოფითი ტესტის წარდგენის მოთხოვნა გასული წლის 28 დეკემბერს, „ომიკრონის“ ვარიანტის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოიღო.

 

მას შემდეგ ქვეყანამ კორონავირუსის ახალი შემთხვევების ანტირეკორდი არაერთხელ დაამყარა და შვედეთში „ომიკრონის“ შტამი დომინანტური გახდა.

 

„მოგზაურები შვედეთში „ომიკრონის“ გავრცელებაზე ზემოქმედების განსაკუთრებულ რისკად აღარ განიხილებიან“, - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

 

შვედეთში მოსახლეობის 70%-ზე მეტი ორჯერადად აცრილია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner