ოთხწლიანი მშენებლობის შემდეგ ჩინეთის ყველაზე გრძელ წყალქვეშა გვირაბში საავტომობილო მოძრაობა გაიხსნა. ამის შესახებ CNN იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, გვირაბი ჩინეთის აღმოსავლეთით, ტაიჰუს ტბის ქვეშ გაშენდა. მისი სიგრძე 10.79 კილომეტრი, სიგანე კი 17,45 მეტრია, მასში მოძრაობა ორმხრივია. პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით, 1,56 მილიარდი აშშ დოლარია. მშენებლობა 2018 წლის იანვარში დაიწყო.
მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა გვირაბი კი ნორვეგიაში მდებარეობს - „რაიფასტის“ სიგრძე 14.3 კილომეტრია.