შირაქის ველზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილმა ნაქალაქარმა შესაძლოა თავდაყირა დააყენოს აღმოსავლეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორია, მეტიც, კონტინენტური რეგიონის მატიანეშიც მრავალ დღემდე უცნობ დეტალს მოჰფინოს ნათელი ან კიდევ უფრო იდუმალი გახადოს ამ დრომდე ამოუცნობი ფაქტები.
გავრცელებული წყაროებისა და სხვა მასალების მიხედვით, აღმოსავლეთ საქართველოში სახელმწიფოებრიობის ისტორიას იბერიის სამეფოს შექმნიდან ითვლიან, რომელიც ბევრად ახალგაზრდაა, ვიდრე დიდნაურის ნაქალაქარი.
იბერიის სახელმწიფო ქრისტემდე მეოთხე საუკუნეში დაარსდა, ახლახანს აღმჩენილ ნაქალაქარს კი ძველი წელთაღრიცხვის ჯერ კიდევ მეცამეტე საუკუნეში უნდა ეარსება.
მეცნიერთა ნაწილის ვარაუდით, ოდესრაც აქ ძველისძველი სახელმწიფოს დედაქალაქი არსებობდა, რომელიც მტრის შემოსევამ ან მიწისძვრამ დაანგრია.
ამ დღეებში დიდნაურის მნიშვნელოვან მოვლენად იქცა დიდგვაროვანი მხედართმთავრის სმარხის გახსნა, სადაც ჩონჩხთან ერთად აღმოჩენილი ორი იარაღი საშუალებას იძლევა ვიფიქროთ, რომ საფლავის პატრონი მოკლეს, რადგან მის მუცელში ჩარჩენილია იარაღი.
მეცნიერები მოუთმენლად ელიან ინგლისის ერთ-ერთ ცნობილი ლაბორატორიის დასკვნას ჩონჩხის დნმ-ის შესახებ. ამით პასუხი გაეცემა კითხვას, რა წარმოშობის იყო სამხედრო პირი, რომელიც მრავალრიცხოვან მტერთან თუ არა, მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში ისრით მოკლეს.