logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციური მედია თვალს ხუჭავს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის შესახებ დაკვეთილი სტატიის ავტორი დაუფარავად აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას
- +

19 იანვარი. 2022. 16:37

 

 

„დაკვეთილი სტატიის ავტორი მოსკოვში მცხოვრები რუსი ჟურნალისტი, ვინმე ივან ნეჩეპურენკოა, რომლის ჰობი პროდასავლელი პოლიტიკოსების მიმართ დეზინფორმაციული ინფორმაციის გავრცელებაა და რომელიც დაუფარავად აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას“, - ასე ეხმაურება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ბიძინა ივანიშვილზე გამოქვეყნებულ სტატიას.

 

„ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარიას“ პრინციპით ოპოზიციური მედია დააფრიალებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ სპეციალურად დაკვეთილ კრიტიკულ სტატიას და თვალს ხუჭავს იმაზე, რომ დაკვეთილი სტატიის ავტორი მოსკოვში მცხოვრები რუსი ჟურნალისტი, ვინმე ივან ნეჩეპურენკოა, რომლის ჰობი პროდასავლელი პოლიტიკოსების მიმართ დეზინფორმაციული ინფორმაციის გავრცელებაა და რომელიც დაუფარავად აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას. სირცხვილია, სირცხვილი“, - წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner