logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ბოლო „სკანდალი“, რომელსაც აგორებენ, ბიძინა ივანიშვილზე გამოქვეყნებული სტატიაა - საინტერესოა, რა დაუჯდათ „ნაცებს“ ამ სტატიის გამოქვეყნება
- +

19 იანვარი. 2022. 16:43

 

 

ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება უცხოურ მედიაში ბიძინა ივანიშვილზე გამოქვეყნებულ სტატიას.

 

როგორც გაბრიჭიძე წერს, სტატია შეკვეთილია, რომლის ავტორსაც დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ, რომელიც პირდაპირ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას.

 

„დავიწყებ იმით, რომ დღეს ყველამ ვიცით, თუ როგორ კეთდება როგორც შეკვეთილი სიუჟეტები, ასევე შეკვეთილი სტატიები. დიახ, სწორედაც რომ „კეთდება“ და ამ ყველაფრის გამოცდილება ე.წ. კრიტიკულმა, ანუ ნაცმედიამ შეგვძინა. რაღა დაგიმალოთ და თუ ადრე საზოგადოება გარკვეული ინტერესით უყურებდა ვითომდა სკანდალურ სიუჟეტებს, რომელთა სიმრავლითაც ეს ე.წ. ტელევიზიები ყოველთვის მარიაჟობდნენ, მაგრამ როგორც ნათქვამია, „ქურდს ქუდი ეწვისო“ და ამ ჟუუურრრრნალისტებს იმდენჯერ დაეწვათ ისედაც დაცხავებული ქუდები, რომ ხალხი მათს „ექსკლუზივებს“ როგორც ცუდად შესრულებულ კლოუნადას ისე უყურებს.

 

ბოლო „სკანდალი“, რომელსაც აგორებენ, უცხოურ მედიაში ბიძინა ივანიშვილზე გამოქვეყნებული სტატიაა, რომლის ავტორი ვინმე ივან ნეჩეპურენკოა, რომელიც არა მხოლოდ პროდასავლელ პოლიტიკოსებს ვერ იტანს, არამედ დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ და პირდაპირ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას. პრინციპში ამ ე.წ. ტელევიზიებისგან ეს გასაკვირი არ არის, უბრალოდ, საინტერესოა, რა დაუჯდათ ნაცებს ამ სტატიის გამოქვეყნება“, - წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner