logo_geo
eng_logo
სერგეი რიაბკოვი: NATO-ს გაფართოების საკითხზე დროებითი მორატორიუმი ჩვენ არ დაგვაკმაყოფილებს
- +

19 იანვარი. 2022. 17:12

 

 

„NATO-ს გაფართოების საკითხზე დროებითი მორატორიუმი ჩვენ არ დაგვაკმაყოფილებს,“ - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

 

მან ასევე მოუწოდა ვაშინგტონს, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა უკრაინას მინსკის შეთანხმების შესრულება აიძულოს.

 

„მოსკოვი არ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც უკრაინის უსაფრთხოებას დაემუქრება. ჩვენ მხოლოდ ვატარებთ წვრთნებს და ვაწარმოებთ ჯარების რეგულარულ გადაადგილებას საკუთარ ტერიტორიაზე. ასე ვაპირებთ მოქმედებას მომავალშიც. NATO-ს გაფართოებაზე გარკვეული ვადით დაწესებული მორატორიუმი რუსეთისთვის მიუღებელია. ჩვენ გვჭირდება იურიდიულად გაფორმებული სამართლებრივი გარანტიები: ორმხრივი შეთანხმების ფორმით აშშ-თან და მრავალმხრივი შეთანხმების ფორმით - NATO-სთან“, - აცხადებს სერგეი რიაბკოვი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner