იოსებ ჭუმბურიძე: ამათ ნამდვილად არ იციან, ვინ არის თეა წულუკიანი!..
-
+
19 იანვარი. 2022. 17:48
ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის გადაყენების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ეხმაურება.
„იმერულად: პირი ქვისკენ მიქნია და...
მართლა რომ ხელი ჩაიქნიოს თეა წულუკიანმა, ჩაჰკიდოს ხელი ოქროსავით ქმარ-შვილს და წავიდეს საფრანგეთში, ესენი, ეს ქრისტეს ფეხის მკვნეტელები, კულტურის მინისტრად ვის ისურვებენ?
თაკოს თუ თიკოს?!
მაიას თუ ბაიას?!
იქნებ რურუების კლანის დაბრუნება ინებონ და სულაც დეა დანიშნონ?!
***
მანამდე არ ა(ღ)უდგეთ მიშა(ც)!
***
აქციას აწყობენ „კულტურის მტერების“ წინააღმდეგ ეს შტერები!
პეტიციციას წერენ ეს წერა-კითხვის უცოდინარნი!
ღვთაებრივი ანა მის ანტიპოდ ელენესგან რომ ვერ გაურჩევიათ?!
ეს მართლა ავდარიანები!
***
ამათ ნამდვილად არ იციან, ვინ არის თეა წულუკიანი.
ვერც მიხვდებიან, რადგან არ იციან, რა არის „სამშობლოს გრძნობა გასაკვირველი".
ამიტომაც იდგნენ და ელოდონ მატარებელს, რომელიც უკან აღარ ბრუნდება“, - წერს იოსებ ჭუმბურიძე.