logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი სააკაშვილზე: ამ კაცს სამონასტრო არაფერი ეტყობა - ათასობით ადამიანს სიცოცხლე გაუმწარა
- +

19 იანვარი. 2022. 17:53

 

 

„დანაშაულის ეს ხარისხი შინაპატიმრობას არ ითვალისწინებს“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მეუფე ნიკოლოზის განცხადებას, რომელიც სახელმწიფოს სთავაზობს, რომ სააკაშვილი მის ეპარქიაში შინაპატიმრობაში იყოს.

 

„ამ დონის დანაშაულისათვის კანონი შინაპატიმრობას ან სამაჯურით გაშვებას არ ითვალისწინებს. კანონი ერთია და თუ იქ რაღაც რელიგიურ მოქცევას ან სინანულში ჩავარდნას გულისხმობს მეუფე, ეს მეორე საკითხია, რაშიც ყველა ექსპერტი ვერ იქნება. ამ კაცს [სააკაშვილს] სამონასტრო არც ადრე და არც ახლა არაფერი ეტყობა. არ მინდა სარკასტული ვიყო, მაგრამ რეალურად ადამიანზეა ლაპარაკი, რომელმაც ათასობით ადამიანს და მთელ სახელმწიფოს სიცოცხლე გაუმწარა, გადაიარა ოჯახებზე. სისხლის გუბეები დააყენა. რეალურად მოახდინა ის, რასაც ოკუპაცია ჰქვია და ახლა ამ ადამიანზეა საუბარი, რომ ის წავა მონასტერში და მოინანიებს - გაგიგონიათ მისგან მონანიების სიტყვა?“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

ახალქალაქისა და კუმორდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) განაცხადა: სახელმწიფოს ვთავაზობ გამოსავალს, სააკაშვილი იყოს შინაპატიმრობაში ჩემს ეპარქიაში. მზად ვარ, ყველანაირი პირობა შევქმნა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner