logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ვითარება გაუმჯობესდა მთელ რიგ მიმართულებებში
- +

3 აგვისტო. 2016. 19:24


 

NDI-ს კვლევაში ჩანს, რომ დღეს მეტი მოქალაქე მიიჩნევს, რომ ვითარება გაუმჯობესდა, მთელი რიგი მიმართულებებით", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის" გადაცემაში განაცხადა.

 

 

„ჩვენი საზოგადოებრივი აზრის ნებისმიერი კვლევა ძალიან საინტერესოა, ამ კვლევასაც ყურადღებით გავეცანით.

 

კვლევაშ ჩანს, რომ დღეს მეტი მოქალაქე თვლის, რომ ვითარება გაუმჯობესდა, მთელი რიგი მიმართულებებით და ეს ხდება ჯერ კიდევ იმ პერიოდში, როდესაც „ქართული ოცნებას" ჯერ კიდევ არ ჰყავს წარდგენილი თავისი განახლებული გუნდი და არ აქვს წარმოდგენილი პროგრამა.

 

ჩვენ ჯერ კიდევ წინ გვაქვს ჩვენი პროგრამის პრეზენტაცია, წინ გვაქვს ასეულობით შეხვედრა მოქალაქეებთან სოფლებსა და ქალაქებში, ასევე წინ გვაქვს იმ ადამიანების წარდგენა თავის კუთხეებში და თავის ქალაქებში, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, წარმატებით გაართმევენ თავს ამ არჩევნებს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

როგორც შს მინისტრის მოადგილე ამბობს, იმ ადამიანებს რომელთაც ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ, ვის დაუჭერენ მხარს არჩევნებში თალაკვაძის თქმით ის ადამიანები გაცილებით გულწრფელად პასუხობენ ირიბ შეკითხვებს, ვიდრე პირდაპირ შეკითხვებს.


„გარკვეულ ნაწილში ეს კვლევები ემთხვევა კიდეც იმ მონაცემებს, რომელიც ჩვენს ხელთ არის და ჩვენი შიდა კვლევებითაც ჩანს. მაგალითად, ის, რომ „ნაციონალური მოძრაობას"  14% -ზე მეტი არ აქვს.

 

ასევე, პოზიტიური ტენდენციები ჩანს ამ კვლევაში, როდესაც მოსახლეობას ეკითხებოდნენ, რომელი პარტია გაიმარჯვებს არჩევნებში, გამოკითხულთა 1/3 თვლის, რომ არჩევნებში  „ქართული ოცნება" გაიმარჯვებს. ეს მონაცემები რომ შეადარო  2015 წლის აგვისტოს მონაცემებს, 20%- იანი მატება გვაქვს ზუსტად ამ პარამეტრებით, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი მოსახლეობის 20%- ით მეტი თვლის, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს „ნაციონალური მოძრაობის" ალტერნატივა და ეს არის „ქართული ოცნება" - ყველაზე ძლიერი გუნდი რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ ის შეძლებს საქმის გაკეთებას.

 

არის შემთხვევები, სადაც პირდაპირ ეკითხებიან მოსახლეობას, ვის მისცემდნენ ხმას და 19% პირდაპირ ამბობს, რომ ხმას მისცემს „ქართულ ოცნებას" , მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ფსიქოლოგიური კვლევებით ცნობილია და ადამიანები გაცილებით გულწრფელად პასუხობენ ირიბ შეკითხვებს, ვიდრე პირდაპირ შეკითხვებს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner