„შვეიცარიამ საქართველოს კოვიდპასპორტები“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩო ავრცელებს.
შვეიცარიის ჯანდაცვის ფედერალური დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველო შედის იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთა კოვიდსერტიფიკატებს შვეიცარია აღიარებს.
ამასთან, უწყება მოგზაურებს აფრთხილებს, რომ შვეიცარიაში ჩასვლისას, კოვიდპასპორტთან ერთად, სავალდებულოდ რჩება კორონავირუსზე ტესტის ჩატარება.