logo_geo
eng_logo
ბილ გეითსი: მსოფლიო კორონავირუსზე უფრო მომაკვდინებელი ვირუსის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს
- +

19 იანვარი. 2022. 19:30

 

კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეითსმა განაცხადა, რომ მსოფლიო კორონავირუსზე უფრო მომაკვდინებელი ვირუსის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს. ბილ გეითსმა მთავრობებს მოუწოდა, მილიარდობით დოლარი გამოყონ შემდეგი გლობალური ეპიდაფეთქებისთვის მოსამზადებლად.

 

„მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის „ომიკრონი“ და „დელტა“ ვარიანტები ერთ-ერთი ყველაზე გადამდები ვარიანტები იყო, რომელიც ოდესმე არსებობდა, მსოფლიო, შესაძლოა, ისეთი პათოგენის წინაშე აღმოჩნდეს, რომელიც სიკვდილიანობისა და მძიმე დაავადების უფრო მაღალ დონეს იწვევს“, - აღნიშნა ბილ გეითსმა.

 

მან ასევე განაცხადა, რომ ბრიტანულ ფონდ Wellcome Trust-თან ერთად ეპიდემიისთვის მზადყოფნის უზრუნველყოფის სფეროში ინოვაციების კოალიციას (CEPI) 300 მილიონ დოლარს გადასცემს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner