logo_geo
eng_logo
10 აგვისტოდან ფსიქოტროპული აფთიაქების მონიტორინგი დაიწყება
- +

3 აგვისტო. 2016. 20:47


10 აგვისტოდან ფსიქოტროპული აფთიაქების ინტენსიური მონიტორინგი დაიწყება. ამის შესახებ  მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს.


კერძოდ, შეიზღუდება ფსიქოტროპულ აფთიაქებზე ნებართვის აღება. იურიდიული ან ფიზიკური ტიპი, რომელიც გარკვეულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს, კერძოდ ნასამართლევია, ან სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანება აქვს, ვერ მიიღეს ნებართვას. ასევე, ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნა ფარმაცევტების რეესტრი. იმ შემთხვევაში, თუ მონიტორინგის შედეგად ფარმცევტის მხრიდან გამოვლენილი იქნება ფსიქოტროპული პრეპარატების კანონსაწინააღდეგო გაყიდვა, პირველ დარღვევაზე მას სამი წლით აეკრძალება პროფესიული საქმიანობა.



გარკვეული რეფორმების შედეგად, სააფთიაქო ნარკომანიას, მის ინტრავენულ ნაწილს, ე.კრაკადილს, ჯეფს და ვინტს სერიოზული დარტყმა მიადგა, შემთხვევები შემცირებულია 95%-ით, თუმცა არა სისტემურ, არამედ ერთეულ პრობლემად რჩება ტაბლეტირებული ფორმების არამიზნობრივად გამოყენება და რიგი აფთიაქების მიერ არაკანონიერი გაცემა. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ცალსახად ამბობს, ასეთი ტიპის მედიკამენტები,  უნდა გასცეს ფარმაცევტმა, არ ხდებოდა ამ კანონის დაცვა და არსებული ადმინისტრაციული ინსტრუმენტები მოიაზრებდა მხოლოდ ჯარიმებს,  რომელსაც ნაწილობრივ იხდიდნენ აფთიაქები, ან არ იხდიდნენ და იმავე მისამართზე, დაუყოვნებლივ აფუძნებდნენ ახალ შპს-და ამ მიმართულებით, პრაქტიკულად, არანაირი შეზღუდვა არ იყო. ამ ტენდენციამ მიიღო საგანგაშო მიმდინარეობა".- განაცხადა დავით სერგეენკომ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner