logo_geo
eng_logo
ენტონი ბლინკენი: რუსეთს უკრაინაზე თავდასხმის განხორციელება უმოკლეს ვადაში შეუძლია
- +

19 იანვარი. 2022. 20:40

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინაზე თავდასხმის განხორციელება უმოკლეს ვადაში შეუძლია.

 

აშშ-ის მთავარმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ უკრაინელები რთული დღეებისთვის უნდა მოემზადონ. მისი თქმით, ვაშინგტონი გააგრძელებს უკრაინისთვის თავდაცვის სფეროში დახმარების გაწევას, ხოლო რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, აშშ მკაცრ სანქციებს დააწესებს.

 

„ჩვენ ვიცით, რომ არსებობს გეგმები ძალიან მოკლე დროში სამხედრო ძალების კიდევ უფრო გაზრდის შესახებ და ეს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შესაძლებლობას აძლევს, ასევე ძალიან მოკლე დროში, უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი აგრესიული ქმედება განახორციელოს“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

 

თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ რუსეთი უკრაინაში პანიკის დათესვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, დიპლომატია ერთადერთი გამოსავალია.

 

„ძირითადი პრინციპი მარტივია: ძლიერი უკრაინა რუსეთის შეკავების საუკეთესო ინსტრუმენტია“, - აღნიშნა დიმიტრი კულებამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner