„ეს არის წმინდა მიწაზე ქართველთა დაბრუნების დასაწყისი“, - ამის შესახებ ისტორიკოსმა, ჯაბა სამუშიამ „ქრონიკაში“ საქართველოს იორდანიაში, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, მდინარე იორდანესთან, 4 000 კვ.მ მიწის გადაცემაზე საუბრისას განაცხადა.
„ეს კულტურული ცენტრი უნდა იქცეს და იქცევა კიდეც ქართველთა სამეცნიერო ცენტრად. ნაბიჯ-ნაბიჯ საქართველო იბრუნებს იმ დაკარგულს წმინდა მიწაზე, რაც ჩვენმა ისტორიამ შექმნა“, - განაცხადა საბა სამუშიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოს იორდანიაში, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, მდინარე იორდანესთან, 4 000 კვ.მ მიწა გადაეცა.