logo_geo
eng_logo
ალექსეი მუხინი: თუ რომელიმე მხარეს შეექმნება ილუზია, რომ მოწინააღმდეგე სუსტია, ომი დაიწყება, რამაც შეიძლება გლობალურ კატასტროფამდე მიგვიყვანოს
- +

19 იანვარი. 2022. 20:52

 

„რუსეთშიც და დასავლეთშიც საბრძოლო ტაქტიკა მართლაც მკაცრია, თუმცა რაც უფრო ხმამაღლა ჟღერს ზომისკენ მოწოდებები, მით უფრო ნაკლებია რეალური კონფრონტაციის შანსი“, - ამის შესახებ რუსმა ექსპერტმა, ალექსეი მუხინმა განაცხადა.

 

„ომები იწყება მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგე მზად არ არის - მზადყოფნის დემონსტრირება კი ომის თავიდან აცილების შანსია, მაგრამ თუ რომელიმე მხარეს შეექმნება ილუზია, რომ მოწინააღმდეგე სუსტია, ომი დაიწყება, რამაც შეიძლება გლობალურ კატასტროფამდე მიგვიყვანოს. ბირთვული იარაღი შემაკავებელი ფაქტორია, რადგან მხარეები ერთმანეთის ქმედებებს ვერ პროგნოზირებენ, ამიტომ ახლა ბევრი ციტირებს დასავლეთთან მიმართებაში პუტინის გამონათქვამს: ყველანი დაიხოცებიან, ჩვენ კი სამოთხეში მოვხვდებით“, - განაცხადა მუხინმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner