logo_geo
eng_logo
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი: რუსეთის სამხედრო ძალები, რომლებიც ბელარუსში ერთობლივი სამხედრო წვრთნებისთვის იმყოფებიან, ლიეტუვას უშუალო საფრთხეს უქმნიან
- +

19 იანვარი. 2022. 21:11

 

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუსაუსკასმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები, რომლებიც ბელარუსში ერთობლივი სამხედრო წვრთნებისთვის იმყოფებიან, ლიეტუვას უშუალო საფრთხეს უქმნიან, რამაც ვაშინგტონი შეიძლება აიძულოს რეგიონში მეტი ძალები განათავსოს.

 

„შექმნილ ვითარებაში, ბელარუსში რუსეთის სამხედრო ძალების შემოსვლას მივიჩნევთ არა მხოლოდ უსაფრთხოების სიტუაციის დესტაბილიზაციის გამომწვევ ფაქტორად, არამედ ლიეტუვისთვის კიდევ უფრო დიდ უშუალო საფრთხედ“, - აღნიშნა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა.

 

არვიდას ანუსაუსკასმა ნატოს და შეერთებულ შტატებს მოუწოდა, რეაგირება მოახდინონ რეგიონში მეტი ძალების გადასროლით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner