„მე ექსპერტების იმ მცირე ნაწილს მივეკუთვნები, რომლებიც თვლიან რომ ფართომასშტაბიანი ომი შეუძლებელია“, - ამის შესახებ ექსპერტმა, დიმიტრი ორეშკინმა „ქრონიკას“ განუცხადა.
ექსპერტის თქმით, კრემლის მიზანია, ყოველმხრივ დაასუსტოს უკრაინა
„პუტინი სულ უფრო ავიწროებს შესაძლებლობების კორიდორს, საიდანაც სახის დაკარგვის გარეშე თავს ვერ დააღწევს. პუტინის სტრატეგიაა, რომ შექმნას რეალური საფრთხის განცდა. ამის გამო ყველა სახელისუფლებო არხს საბრძოლო რიტორიკა აქვს. ოფიციალური პირებიც ამბობენ, რომ „ჩვენ თავდასხმას არ ვაპირებთ, მაგრამ ომი სულ უფრო მალე იქნება“. დიახ, ომი ალბათობა არსებობს, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, მაგრამ არ უნდა შევშინდეთ. რუსეთი რეალურად, დიდი ომისთვის მზად არ არის. ის საკუთარი სამხედრო პოტენციალით გამარჯვებული ვერ გამოვა, მაგრამ ჰიბრიდული ომი ნამდვილად გარდაუვალია. კრემლის მიზანია ყოველმხრივ დაასუსტოს უკრაინა“, - განაცხადა ექსპერტმა.