„ომი ჩვენი მმართველი რეჟიმისთვის უალტერნატივოა, მათ თავი ჩიხში მოიქციეს, უკან დასახევი გზა არა აქვთ, მაგრამ ვფიქრობ იმუშავებს შემაკავებელი ფაქტორი რუსული საბრძოლო მოქმდებების მიმართ - საზოგადოების დამოკიდებულება: ომი დიდ მსხვერპლთანაა დაკავშირებული, მოსკოვში ცხედრებს ჩამოასვენებენ - ამას კი მოსახლეობა ვერ აპატიებს პუტინს“, - ამის შესახებ რუსმა ექსპერტმა, ლეონიდ გოზმანმა განაცხადა.
„თუ ეს ესმით კრემლში, ომი არ იქნება - რუსეთის მოსახლეობაში ომის იდეა პოპულარული არ არის, საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციისთვის კი რუსეთის ხელისუფლებამ რამე უნდა მოიფიქროს“, - განაცხადა გოზმანმა.