პარტია „გირჩის“ წევრი, ჰერმან საბო, გამოეხმაურა სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრების განცხადებებსაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
„ზოგადად, გასაგებია, რომ ციხეში ჯდომა მარტივი არ არის, განსაკუთრებით იმ ადამიანისთვის, რომელსაც ეგონა, რომ საქართველოში რომ ჩამოვიდოდა, მოსახლეობის ნახევარი ქუჩაში გავიდოდა და მისთვის ხელის ხლების უფლებას არავის მისცემდა. გასაგებია, რომ ციხეში ყოფნისას ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ შეიძლება, მარტივი იყოს. ციხე იმისთვის არის, რომ ადამიანი ცუდ მდგომარეობაში ჩააყენო და რაღაცის გამო დასაჯო, მაგრამ არ მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილს რაიმე განსაკუთრებული პირობები უნდა შეექმნას, თუმცა ნამდვილად ვუჭერ მხარს, იყოს ექიმების ყურადღების ქვეშ და ხელისუფლებას მისი ჯანმრთელობის დაზიანების შესაძლებლობა არ მიეცეს“, – აღნიშნავს ჰერმან საბო.
სახალხო დამცველის კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მესამე დასკვნა გამოაქვეყნა.