logo_geo
eng_logo
სუს-ის უფროსი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
- +

3 აგვისტო. 2016. 21:33


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.  მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს. შეხვედრაზე საქართელოსა და აზერბაიჯანს შორის უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი ურთიერთობების მნიშნვნელობაზე ისაუბრეს, ხაზი გაესვა  უსაფრთხოების სამსახურების ურთიერთთანამშრომლობის წვლილს ორი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებაში.



ვიზიტის ფარგლებში, სუს-ის უფროსმა გამართა შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურის უფროს მადათ გულიევთან. მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, რაც მნიშვნელოვანია რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის. საუბარი შეეხო უწყებებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების საკითხებს. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურებს შორის ურთიერთთანაშრომლობის მემორანდუმს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner