logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე 5 ივლისის მოვლენებზე: ეს ძალადობა სპონტანური იყო, რომელსაც არავინ ელოდა
- +

19 იანვარი. 2022. 23:21

 

„ეს ძალადობა სპონტანური იყო, რომელსაც არავინ ელოდა“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში 5 ივლისის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

 

„5 ივლისი ძალიან მტკივნეული დღე იყო ჩვენთვის სხვადასხვა მიზეზის გამო და მთავარი მიზეზი არის ის, რომ ჟურნალისტების მიმართ ჰქონდა ადგილი უპრეცედენტო ძალადობას, რაც არ მომხდარა 30 წლის განმავლობაში. შეიძლებოდა თუ არა ამის თავიდან აცილება, ეს არის მთავარი საკითხი - ჩვენ ვფიქრობთ, რომ თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა ამ ყველაფრის თავიდან ვერ აცილებას. მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ეს ძალადობა სპონტანური იყო, რომელსაც არავინ ელოდა.

 

რაც შეეხება ლექსო ლაშქარავას, რომელიც იუნესკომ მოკლული რეპორტიორების სიაში შეიყვანა - ეს კლასიკური ფეიკნიუსის შემთხვევაა. სამწუხარო ის არის, რომ ასეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშებშიც ხვდება ხოლმე ასეთი ტიპის ფეიკნიუსები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

2021 წლის 5 ივლისს, აგრესიულად განწყოფილი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ არაერთი მედიასაშუალების, მათ შორის, „იმედის“ თანამშრომლებს. ამასთან, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები „პრაიდის“ ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ, დაიკავეს აივანი, ჩამოხსნეს ლგბტ თემის შვიდფერიანი დროშა და საქართველოს დროშა აღმართეს. მოგვიანებით, „სირცხვილიას“ ოფისს ბოთლები და სამშენებლო ფილები დაუშინეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner