logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ჩვენ 2 წელი მოვანდონეთ 20 მოსამართლის არჩევას, ეს არის ფაქტი და აქ სიჩქარეზე საუბარი ზედმეტია
- +

19 იანვარი. 2022. 23:58

 

„ჩვენ 2 წელი მოვანდომეთ 20 მოსამართლის არჩევას, ეს არის ფაქტი და აქ სიჩქარეზე საუბარი ზედმეტია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეს იყო საკმაოდ რთული პროცესი.

 

„მანამდე გახსოვთ, მარტივად, პრეზიდენტი წარადგენდა და პარლამენტი ამტკიცებდა, არავის გაუკრიტიკებია ეს პროცესი. მარგველაშვილმა ერთ დღეში წარადგინა და პარლამეტმა მერე განიხილა. ჩვენ მოგვთხოვეს ამ საკითხების დახვეწა, უფრო რთულად მოწესრიგება, მოვაწესრიგეთ უპრეცედენტო რეგულაციების საფუძველზე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც არ არის ასეთი გამჭვირვალე და რთული პროცედურები დადგენილი, რაც არის ჩვენთან. ამ პროცედურების საფუძველზე 2 წელი მოვანდომეთ, 20 მოსამართლის არჩევას, აბსოლუტურად დახვეწილი პროცედურების საფუძველზე. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით გვაქვს ჩვენი ძალიან გამართული და ლოგიკური პასუხები, რომელიც ეფუძნება არა აღქმებს, არამედ ფაქტებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner