logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ეკონომიკურმა ზრდამ ქვეყანას სულის მოთქმის საშუალება მისცა, ოპტიმისტური მოლოდინია, რომ მარტის თვიდან უნდა დაიწყოს ინფლაციის დონის შემცირება
- +

20 იანვარი. 2022. 00:45

 

„ეკონომიკურმა ზრდამ ქვეყანას და ხალხს მისცა სულის მოთქმის საშუალება, მაგრამ ინფლაცია არის პარალელური, ძალიან მტკივნეული მოვლენა, რომელიც აწუხებს საზოგადოებას, პირდაპირ ურტყამს ადამიანების ჯიბეს და ამას აქვს სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზები. ვერავის სუბიექტურ ინტერესებში ვერ იქნება ინფლაციის მაღალი დონის არსებობა“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“.

 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გამომდინარე გლობალური ტენდეციებიდან, რაც შექმნილია პირველ რიგში კოვიდის გამო, ინფლაციის დაბალი დონის შენარჩუნებას ვერ ახერხებს პრაქტიკულად ვერც ერთი ქვეყანა და ეს ტენდეცია ვრცელდება საქართველოზეც.

 

მისივე თქმით, თუ რაღაცის თავიდან აცილება შეუძლებელია, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობის საკითხი ვერ დადგება.

 

„ჩვენ გვქონდა არა ერთი განხილვა. ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ ინფლაციის დონე იყოს უფრო დაბალი. უამრავი შეხვედრა და განხილვა გვქონია ამ თემასთან დაკავშირებით, მათ შორის, ეროვნული ბანკის, მთავრობის წარმომადგენლების ჩართულობით, რომლებიც ამტკიცებენ, რომ გამომდინარე იმ გლობალური ტენდეციებიდან, რაც არის ჩამოყალიბებული პირველ რიგში ისევ კოვიდის გამო, ინფლაციის დაბალი დონის შენარჩუნებას ვერ ახერხებს პრაქტიკულად ვერც ერთი ქვეყანა და ეს ტენდეცია ვრცელდება საქართველოზეც. ვერავის სუბიექტურ ინტერესებში ვერ იქნება ინფლაციის მაღალი დონის არსებობა. ეს არის მოვლენა, თუმცა მოლოდინი რაც არის, რაც ჩვენ ვიცით ამ შეხვედრებიდან და განხილვებიდან, მარტის თვიდან უნდა დაიწყოს ინფლაციის დონის შემცირება. ეს არის ოპტიმისტური მოლოდინი და იმედია ეს მოლოდინი გამართლდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner