logo_geo
eng_logo
ენტონი ბლინკენი: უახლესი ისტორია გვიჩვენებს, რომ რუსეთი თავისი მეზობლების მიმართ ძალას იყენებდა - საქართველოში შეიჭრა, უკრაინაში შეიჭრა, მოლდოვაში თავისი ძალები დატოვა და ახლა უკრაინის საზღვართან მნიშვნელოვან ძალებს აგროვებს
- +

20 იანვარი. 2022. 01:00

 

„სამწუხაროდ, უახლესი ისტორია გვიჩვენებს, რომ რუსეთი თავისი მეზობლების მიმართ ძალას იყენებდა - საქართველოში შეიჭრა, უკრაინაში შეიჭრა, მოლდოვაში ხალხისა და მთავრობის ნების საწინააღმდეგოდ თავისი ძალები დატოვა და ახლა უკრაინის საზღვართან მნიშვნელოვან ძალებს აგროვებს“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

 

„ჩვენ რუსეთს ორი გზა შევთავაზეთ: დიპლომატიური გზა, რათა ეს სიტუაცია მშვიდობიანი გზით გადავჭრათ და დეესკალაცია გავაგრძელოთ, მეორე გზა კი ის არის, რომ თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის განახლებას გადაწყვეტს, ეს კონფლიქტსა და მძიმე შედეგებს გამოიწვევს“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, რუსეთთან გამართულ მოლაპარაკებებზე აშშ-მა შეშფოთება გამოთქვა იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელსაც რუსეთი ევროპულ უსაფრთხოებას უქმნის.

 

„რუსეთი დიდი ხანია ცდილობს, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის ეკონომიკური და შიდა დესტაბილიზაცია მოახდინოს და ეს ერთ-ერთი საკითხია, რომელიც დღეს პრეზიდენტ ზელენსკისთან განვიხილეთ. როგორც ცოტა ხნის წინ ვთქვი, ჩვენ მტკიცედ განწყობილნი ვართ უკრაინასთან ერთად ვიმუშაოთ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას და გავუმკლავდეთ რუსეთის მიერ წარმოქმნილ ეკონომიკურ გამოწვევებს“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner