logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელებს მოუწოდებს, პანიკაში არ ჩავარდნენ რუსეთის შესაძლო ინტერვენციის გამო
- +

20 იანვარი. 2022. 01:48

 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოსახლეობას მოუწოდებს, პანიკაში არ ჩავარდნენ რუსეთის შესაძლო სამხედრო ინტერვენციის გამო.

 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აგრესორი სახელმწიფო მოსახლეობაში მიზანმიმართულად თესავს პანიკას, რათა წინააღმდეგობა შეასუსტოს და ინვესტორები განდევნოს.

 

„რაშია სიახლე? ნუთუ ეს რეალობა არ არის უკვე რვა წელია? ნუთუ შემოჭრა 2014 წელს არ დაიწყო? ნუთუ მასშტაბური ომის საფრთხე მხოლოდ ახლა გაჩნდა? ეს საფრთხე დიდი ხანია არსებობს. ახლა აქტიურად ესხმიან თავს არა ჩვენს მიწას, არამედ ჩვენს ნერვებს, რათა მუდმივად განგაშის შეგრძნება გქონდეთ“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება და საკუთარ ძალებსა და არმიაში რწმენა.

 

„პანიკის გარეშე! თავზარის გარეშე! ვიმედოვნებ, ვირუსების გარეშე. გულწრფელად მჯერა, რომ ომის გარეშე. დიდება უკრაინას!“ - განაცხადა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner