logo_geo
eng_logo
სენატორი თომ თილისი: ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინს „მწვანე შუქი“ აუნთო
- +

20 იანვარი. 2022. 10:46

 

„ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინს „მწვანე შუქი“ აუნთო“, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორი თომ თილისი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. თილისი აკრიტიკებს აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას, სადაც რუსეთის უკრაინაში შესაძლო ინტერვენციაზე საუბრისას ბაიდენმა „მცირე შეჭრა“ ახსენა.

 

„სამარცხვინოა, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა მწვანე შუქი აუნთო ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შესაჭრელად, სანამ ეს არის „მცირე შეჭრა“, დაშოშმინების პოლიტიკა ყოველთვის წარუმატებელია“, - წერს სენატორი „ტვიტერში“.

 

როგორც ბაიდენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადამსჯელო ზომები რუსეთის შეჭრის მასშტაბზე იქნება დამოკიდებული.

 

„ერთი საკითხია მცირე შეჭრა და იმაზე დავა, თუ რა მოვიმოქმედოთ ან არ მოვიმოქმედოთ, თუმცა თუ ისინი რეალურად გააკეთებენ იმას, რისი უნარიც შესწევთ საზღვართან თავმოყრილი ძალებით, ეს იქნება კატასტროფა რუსეთისთვის, თუ ისინი შემდგომში შეიჭრებიან უკრაინაში. ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები მზად არიან, მიაყენონ სერიოზული ზიანი რუსეთს და რუსეთის ეკონომიკას. რუსეთს პასუხისგება მოუწევს შეჭრის შემთხვევაში“, – აღნიშნა ბაიდენმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner