ამერიკის სახელმწიფო მდივანი 24 იანვარს დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხომაზე მიიწვიეს, ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა. შეხვედრაზე რუსეთ-უკრაინის საკითხს განიხილავენ. დღეს ენტონი ბლინკენი ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრებს ბერლინში გამართავს, ხვალ კი ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება.