logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი: თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ეს მათთვის კატასტროფა იქნება
- +

20 იანვარი. 2022. 11:17

 

 

თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში რუსეთს კატასტროფა ელის. ჯო ბაიდენის თქმით, ვაშინგტონი რუსეთს ვითარების ესკალაციის შემთხვევაში ისეთ სანქციებს დაუწესებს, რაც მოსკოვს დღემდე არ უნახავს.

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, სანქციები რუსეთის ეკონომიკას უმძიმეს დარტყმას მიაყენებს.

 

პუტინს არასდროს უნახავს ისეთი სანქციები, რომელთა დაწყებასაც ვპირდები, თუ უკრაინაში შეიჭრება. არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ NATO ერთიანი არ იქნება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში. ვესაუბრე ალიანსის ლიდერებს და თქვენ ნახავთ, რომ რუსეთს პასუხისმგებლობა დაეკისრება. თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ეს მათთვის კატასტროფა იქნება - ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები მზად ვართ, მძიმე დარტყმა მივაყენოთ რუსეთის ეკონომიკას, მათი ბანკები ვეღარ შეძლებენ დოლართან დაკავშირებულ ოპერაციებს. დღეს პუტინი არჩევანის წინაშე დგას - დეესკალაცია და დიპლომატია ან კონფრონტაცია“, - განაცხადა ბაიდენმა.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ თუ ეს „მცირე შეჭრა“ იქნება, დასავლეთის ქვეყნებს მოუწევთ მსჯელობა იმაზე, რა უნდა გააკეთონ ან არ გააკეთონ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner